Monday, January 28, 2013

სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა
სვეტიცხოვლის ტაძარი“მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველისმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება,” – აღნიშნავდა დიდი მეცნიერიალექსანდრე ცაგარელი.
სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს უკავშირდება. შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიისა და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით. ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალას, მისი გაუტეხელობის სიმბოლოს განასახიერებდა.
სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, რადგან საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია იყო.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.
ცნობილია, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიაზე სარწმუნოების განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი ააგეს სწორედ ამ ადგილას, მდინარეების – მტკვრისა და არაგვის შესართავთან, “წმიდა ჭალაში”, ანუ სამეფო ბაღში, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის – წმიდა მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში აუშენებიათ.
სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა.
სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურული ასამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრულებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათით, საიდანაც იშლება ჯვრის მკლავები.
დასავლეთ ფასადი:
დასავლეთის ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.
ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტალ-დეკორატიული მორთულობა, ჩუქურთმა მრავალფეროვანია, პლასტიკური, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნივ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც თავის ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ვაზს რომ ასეთი უპირატესობა ენიჭება, ცხადია, გასაკვირი არ არის, რადგან ვაზს, ვენახსა და მევენახეობას უძველესი დროიდან მთავარი ადგილი უჭირავს. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ შემთხვევითი არა გახლავთ, რომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება.
ცენტრში წარმოდგენილია საყუდარზე მჯდომი მაცხოვარი, რომელსაც ხელში სახარება უჭირავს. ქრისტეს ორივე მხარეს მფრინავი ანგელოზების ფიგურებია, რომელთაგან ერთს სურა უპყრია ხელში, მეორეს – პური, ანუ სებისკვერი. ამ კომპოზიციაში სიმბოლურად ზიარების სახეა ნაჩვენები: სურა სიმბოლური მინიშნებაა ღვინის – ქრისტეს სისხლისა, ხოლო პური – ქრისტეს ხორცის.
სვეტიცხოვლის ყველა ფასადზე შეინიშნება სამშენებლო ქვათა სიჭრელე, რაც ამდიდრებს და ამშვენებს ტაძარს.
სამხრეთი ფასადი:
სამხრეთი ფასადის დასავლეთ მხარეს ტაძრის მშენებლობის დროინდელი რელიეფურ-სკულპტურულ გამოსახულებათა საინტერესო კომპოზიციაა შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი – წმიდა მცენარე საქართველოში, წმ. გიორგი კლავს ურჩხულს, ჯვარი აყვავებული მკლავებით – ქრისტიანული ხსნის სიმბოლო, ორი მტრედი კი ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვე გამოსახულია ვარდული – ქრისტიანობის მარადიული სიმბოლო, ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა.
აღმოსავლეთი ფასადი:
აღმოსავლეთი ფასადი ტაძრის სხვა ფასადებთან შედარებით სიმეტრიულია. საერთოდ, ასიმეტრიულობა ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ეს კარგად ჩანს სვეტიცხოვლის მაგალითზეც, სადაც შესანიშნავად არის შეხამებული ასიმეტრიულობა აღმოსავლეთი ფასადის სიმეტრიულობასთან. ეს ფასადი გამოირჩევა ჩუქურთმების მრავალფეროვნებითა და მაღალხარისხიანობით.
სვეტიცხოველზე მიწისძვრის დროს სიმძიმე ყველა მხარეს თანაბრად ნაწილდება და ჩამონგრევის საშიშროებას თავიდან ვიცილებთ. ფასადზე განსაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შიგნით მოქცეული არე. მის ზედა ნაწილში მარაოსებრ გაშლილი 12 სხივია მედალიონებით დამთავრებული – ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზეც აიგო სვეტიცხოველი.
ჩრდილოეთი ფასადი:
ჩრდილოეთი ფასადი ორნამენტალ-ჩუქურთმიანი სამკაულით ნაკლებად არის დამშვენებული. აქ გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელთაგან ცენტრალური თაღი ამაღლებულია და ამით იგი ტაძრის სიმაღლეს უსვამს ხაზს. სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში (54მ).
სვეტიცხოვლის სამშენებლო მასალა ქვიშაა. ტაძარი ალგეთური ბაზალტით არის გადახურული. დასავლეთიდან ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი ტაძრის აგების დროინდელია, ხოლო ფრესკა კარიბჭის თავზე – XIX ს-ისა. ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი არიან გამოსახულნი.
ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშლება გრანდიოზული სივრცე.
შესასვლელშივე, მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე – ნანა. ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.
სვეტიცხოველს თავიდანვე დაებედა უხვი შეწირულობები. IV საუკუნეში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო კახეთის მფლობელმა სუჯიმ წმიდა ნინოსგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე.
სამხრეთის კედელზე არის მიშენებული პატარა ეკლესია, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ნაგებობის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ქრისტეს წამების ადგილი ენახათ. ეკლესია სვეტიცხოველში იმიტომ ააშენეს, რომ ქალაქ მცხეთას “პატარა იერუსალიმს” უწოდებდნენ.
როგორც “ქართლის ცხოვრება” და “მოქცევაი ქართლისაი” გადმოგვცემს, მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი იერუსალიმში დასწრებიან ქრისტეს წამებას და მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. აქ ელიოზს დახვედრია მისი და – სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს ეს ძვირფასი რელიქვია და მღელვარებისაგან იქვე განუტევებია სული. სიდონია ქრისტეს კვართით ხელში სამეფო ბაღში დაუსაფლავებიათ. მოგვიანებით მის საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. IV საუკუნეში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ მირიან მეფის ბრძანებით ეს ხე მოუჭრიათ, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ეკლესია. მოჭრილი ხისგან დაუმზადებიათ “მშვიდნი სვეტნი ეკლესიისანი”. ერთ-ერთი მათგანი სასწაულმოქმედი აღმოჩენილა: იგი ჰაერში აიჭრა და მხოლოდ მას შემდეგ “დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა” თავის კვარცხლბეკს, როცა წმ. ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ამ სვეტიდან მირონი დიოდა და ყველა, ვინც აქ მოვიდოდა “სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წავიდოდეს სახიდ თავისადო”. სწორედ ეს იყო “სვეტიცხოველი”, სვეტი – სიცოცხლის მომნიჭებელი და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.
სვეტიცხოვლის ფერადოვნებამ, ფერთა ასეთმა ჰარმონიამ ათქმევინა დიდ ქართველ მწერალს კ. გამსახურდიას: “ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია, დილით ხვლიკისფერია, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მრუმე ჰარმონიით აღვსილი ზესწრაფვა”.

აია-სოფია


აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლშითურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამებისმეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.
ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება

*********



თბილისის ანჩისხატი. მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. XX საუკუნეში, რესტავრირების დროს აღმოაჩინეს ორი ფილა, სადაც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად შემონახულა წარწერა. რომლის მიხედვითაც, ეს ტაძარი აგებულია X საუკუნის დასაწისში, ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ, დედაქალაქის თბილისში გადმოტანისას. ეს ტაძარი ერთ საუკუნეში, შემოსევების შედეგად ძალიან დაზარალებულა, მისი აღდგენისას კი მის მახლობლად აუგიათ კათოლიკოსისათვის რეზიდენცია. 1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

ურბნისი. მდებარეობს ქართლში, ქალაქ გორში, სოფელ ურბნისთან. ის დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში. წარწერების შესწავლის საფუძველზე, ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ამ წარწერებში მოხსენიებულნი არიან ეკლესიის მშენებლები კონსტანტინე და მამა მიქელი. ეს არის სამთავიანი ბაზილიკა . ეკლესია თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრა დაცულია ჰორიზონტალობა. IX საუკუნეში კი ეკლესია რესტავრირებულ იქნა. აღდგენისას გამოიყენეს სხვადასხვა ზომის ქვები და წყობა ირეგულარულია. XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილი აღადგინეს აგურებით, ასევე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი. ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ურბნისის კომპლექტი დაქვემდებარებულია გორის ეპარქიას, ის არის მოქმედი.

ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაბოლნისის სიონი. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში, მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის ტავზე მოთავსებულია წარწერა, რომლის მიხედვითაც 478-493 წლებში. მისმა ფასადებმა შემოგვინახეს საქართველოში არსებული უძველესი წარწერები. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული, XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით გადაწერილი ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი. ის ბოლნისის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა, რომელიც კახეთში, თელავიდან 7 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ის აიგო V საუკუნეში. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, რომელთა შორის უძველესი - სწორედ V საუკუნეში აგებული სამ ნავიანი ბაზილიკაა. ასევე მოიცავს ჯვრის ფორმის 2 ეკლესიას. ორივე მათგანი რიყის ქვითაა აგებული. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
IV საუკუნეში საქართველოში ქრისტინობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ახალ ქრისტიანულ კულტურას, რაც აისახა დამწერლობაში, მწერლობაში, განათლებაში, ფილოსოფიურ აზროვნებასა და ხელოვნებაში. ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ქრისტიანობამ ახალი მოთხოვნილებები წაუყენა. უნდა აშენებულიყო ახალი ტაძრები. თავდაპირველად იგებოდა ბაზილიკები, რომლებიც შეცვლილი სახის იყო და ქართულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. IV-VI საუკუნეებში ამ ტიპის რამდენიმე ეკლესია აიგო.

ტაძრები


ტაძრები

უძველესი ეგვიპტის ცხოვრება ყოველთვის მის სულიერ ცხოვრებასთნ ასოცირდება. ფარაონები საკუთარ თავს ეგვიპტური პანთეონის ღმერთებს უკავშირებენ. სხვადასხვა ფარაონი სხვადასხვა კულტს უკავშირებდა საკუთარ ცხოვრებას და აგებდნენ ტაძრებს თავისი პოლიტიკური სტატუსის სახელზე. მოხატული კედლები, უზარმაზარი დარბაზები და უძველესი ეგვიპტური ტაძრები ამ კულტურული ტრიუმფის ნაწილია.
აბუ  სიმბელის ეკლესია (ნუბია)
ყველა სხვა ფარაონთან ერთად, რამზეს II იყო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლებისა და ტაძრების არქიტექტორი. მისი ორი უდიდიდესი ტაძრი ,,აბუ სიმბელის“ უდიდდესი ეკლესია და ,,ჰატორი“ არის ქალაქ აბუ სიმბელში. ორივე მათგანი თავდაპირველად დაახლოებით 60 მეტრით დაბლა იდგა, ვიდრე ახლა მდებარეობს. იგი შედიოდა იუნესკოს ძგლთა დაცვის სიაში, რომლის მოვალებაც იყო დაეცვა ეგვიპტის დიდი ტაძრები ტბა ნასარიდან გადმოსული წყლისგან.
დედოფალ ჰატშეფსუტის ტაძარი (ტებესი)
ტებესის უდაბნოში მდებარეობს დედოფალ ჰატშეფსუტის ტერასიანი ეკლესია. ჰატშეფსუტი იყო ეგვიპტის ქალი ფარაონი. იგი მთელი თავისი ოცწლიანი მმართველობის დროს ძალაუფებისთვის მამაკაც ფარაონებს ებრძოდა. ტაძარი პირვანდელთან შედარებით 40 მეტრითაა გადიდებული. ჰატშეფსუტის ეკლესია განუყრენი ნაწილია მენტუოპეტ II -ის ტაძრისა. ეს ორი ეკლესია შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს.
ლუქსორის ეკლესია
რამზეს II-ის ტრიუმფარული ქანდაკება ამ ტაძრის ცენტრში დგას. ლუქსორის ეკლესია ააგო ამენოტეპ III–მ. წლების მანძილზე, ეგვიპტის ლეგენდარული მმართველები ტუტანხამონისა და ალექსანდრე დიდის ჩათვლით ეგვიპტეს  ლუქსორის ტაძრიდან მართავდნენ.
კარნაკის ეკლესია
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი  ეგვიპტეში ტებანის მმართველობის დროს. ეს ეკლესია აშენდა, გაფართოვდა და მოირთო სხვადასხვა ფარაონების დროს. ეს არის ძეგლების კომპლექსი. იგი გიგანტური ზომისაა: 1,5 კმ–800 მ–ზე. დაუჯერებელია მისი სილამაზის აღწერა, ეს უნდა ნახო, რათა ირწმუნო.  ამუნის ტაძრის შესასვლელიდან ვერძისთავიან სფინქსის ორიგინალთან ჩახვალთ, რომლის ნახევარი გვერდი არხით მდინარე ნილოსს უკავშირდება.
ჰორუს ეკლესია (ედფუ)
იგი კარგად აგებული ეგვიპტური ტაძარია, სხვა ტაძრებთან შედარებით უფრო ახალია. ჰორუს ტაძარში ოქროს კულტის წარმომადგენლის ჰორუს გრანიტის აკლდამაა.
ამანდას ეკლესია (ნუბია)
ტბა ნაზარის წყლების მიერ შემონახული, გამდიდრებული ამანდას ტაძარი  შესანიშნავი წარმომადგენელია ნუბიერი სტილის რელიფიური ნიშნებისა. იგი უკავშირდება ახალი სამეფოს წარმომადგენლებს: ამუნ–რას და რა–ჰორ–ახტის. რამზეს II-მ ბევრი რამ შეცვალა ტაძარში.
სხვა ფარაონების ეკლესიები
დაკას ეკლესია (ნუბია)
დაკას ეკლესია თავდაპირველად 40 კილომეტრზე იდგა ჩრდილოეთით. მისი სახელი სიბრძნის ღმერთს უკავშირდება. მისი მშენებლობა გრძელდებოდა ნუბიელი ფარაონების დროს. მაჰარაკი სამი ტაძტრიდან ყველაზე პატარაა და საინტერესოა მისი ხვეული საფეხურებით.
აისისის ეკლესია
პატარა ტაძარი შეიქმნა აისისის და ნილოსის სადიდებლად. ლეგენდის თანახმად, აისისმა კუნძული  საცხოვრებლად აირჩია, რათა თავისი ძმის და ქმრის ოსირისის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული დარდი შეემსუბუქებინა და პილაე იყო ის ადგილი სადაც მან ოსირისის გული იპოვა. ეკლესიების კონსტრუქციას გადავყავართ ჩვ.წ.აღ–ის I ს–ში. აისისის თაყვანისცემა გაგრძელდა 537 წლამდე .
ჰატორის ეკლესია (დენდერა)
დენდერას ეკლესია შეიძლება უფრო ადრეულ დროს აშენდა, მაგრამ დღესდღეობით იგი ჩვ.წ.აღ–ით I ს–ით თარიღდება. მშენებლობა პტოლემ IX-ის დროს დაიწყო და რომაელების მმართველობის დროს დასრულდა. იგი ჰატორის დღესასწაულის, სიყვარულისა და მუსიკის ქალღმერთის სახელს უკავშირდება.
სეტის ტაძარი მილიონი წლის შემდეგ (ტებესი)
სობეკისა და ჰაროერისის ეკლესია მდინარე ნილოსს გადაჰყურებს. იგი პტულემაიოსის დროს აშენდა და დგას კლდეზე. იგი უჩვეულოა, რადგან ფაქტიურად ორი ტაძარია. ერთი ნიანგისთავიან ღმერთს სობეკს უკავშირდება, ხოლო მეორე შევარდენთავიან ღმერთს ჰაროერისს.
ხნუმის ეკლესია (ესნა)

წყალში ჩაძირული ქართული ტაძრები


წყალში ჩაძირული ქართული ტაძრები

ავტორი:  | გამოქვეყნებულია: 04.07.20125 კომენტარი | 3,260 ნახვა
წყალსაცავებში დატბორილი ქართული კულტურული მემვიდრეობის ძეგლების შესახებ “ამბიონს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილიესაუბრა:
ჟინვალის ეკლესია“კომუნისტურ პერიოდში, როცა ყველაზე მთავარი ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება გახლდათ, საკმაოდ დიდი სიმძლავრის წყალსაცავებს აგებდნენ. ამის მაგალითია წალკის, ჟინვალის, სიონისა და სხვა წყალსაცავები. ხეობაში, სადაც წყალსაცავი უნდა გაკეთებულიყო, რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობდა: ბაზილიკური ეკლესიები, ციხესიმაგრეები, კოშკები, თაღოვანი ხიდები… იმდროინდელი მთავრობა ამ ძეგლებს არაფრად აგდებდა და შესაბამისად, ტერიტორიებს ტბორავდა. საგულისხმოა, რომ ნებისმიერი წყალსაცავი გარკვეული პერიოდის, საშუალოდ 150-180-წლის შემდეგ თავის ფუნქციას კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადგილებში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალა ხვდება…”
წალკის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი
1946 წელს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე ენერგეტიკული მიზნებისათვის წალკის წყალსაცავი გაკეთდა. ის თავისი მოცულობითა და ფართობით ყველაზე დიდია საქართველოში. წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 25 მეტრია, ფართობი – 33.7 კმ². წყალსაცავის ფუნქციონირებისას დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ამასთანავე, ეკლესიაც, რომელიც, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნეშია აშენებული.
გიორგი დვალაშვილი: “წალკის წყალსაცავის დატბორვა, ფაქტობრივად, 1947 წლიდან დაიწო. როგორც ლევან გოთუას უწერია, ერთ-ერთი სოფლის საეკლესიო პირი, რომელიც ამ ტერიტორიაზე წყალსაცავის აგებას ეწინააღმდეგებოდა, ეკლესიის წყლით შევსებასთან ერთად დაიხრჩო.
ეკლესია სოფელ ტბეთში მდებარეობს. წალკის ეკლესიაამ სოფელს ადრე ხადიკი ერქვა, უმეტესად ბერძნებით გახლდათ დასახლებული. ბოლო პერიოდში მათი უმრავლესობა საბერძნეთში დაბრუნდა. ამ ადგილზე ჩამოსახლება კი სვანებმა სვანეთში მომხდარი კატასტროფების გამო დაიწყეს. წალკაში, აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად რამდენიმე აჭარელი ოჯახიც გადმოსახლდა. დღეს ეს ტერიტორია ქართულ დასახლებადაა მიჩნეული.
წალკის წყალსაცავი ზამთრის პერიოდში იყინება და წყლის დონე საკმაოდ იკლებს. ამ დროს ეკლესიაც ჩნდება. დღეს ამ ბაზილიკური ტაძრის მხოლოდ 3 კედელია შემორჩენილი და ისიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ზამთრის პერიოდში, როცა წყალსაცავში წყალი მთლიანად გაყინულია, ტაძრამდე მისვლა უფრო ხელსაყრელია. წალკის ეკლესიასვანებმა ამ პერიოდს დაუკავშირეს თავიანთი სახალხო დღესასწაული – ლამპრობა. დიდი მარხვის დაწყებამდე მათ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ლამპრები მიჰქონდათ და დღესასწაულობდნენ.
ტაძართან ახლოს არის ძველი ბერძნული საფლავები, რომლებიც დღევანდელი მონაცემებით მთლიანად დატბორილია. ტაძარში გვხვდება საინტერესო რელიეფური ქვები. ისინი ჯერ კიდევ იკითხება, ასევე, აქ გახლავთ ბოლნური ტიპის ჯვარი და რამდენიმე წარწერა, რომლის იდენტიფიცირებაც შესაბამისი დარგის სპეციალისტების პრეროგატივაა…
ტაძარი როდესაც წყალშია, უფრო დაცულია, მაგრამ წყლიდან გათავისუფლებისას მას საფრთხეს უქმნის ძლიერი ქარი, რომელიც ამ ადგილს ახასიათებს. ხდება ძეგლის გამოფიტვა და დაშლა. სამწუხაროდ, ღირებული ქვები და ორნამენტები დროთა განმავლობაში შეიძლება სულ დაიკარგოს.”
ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი
მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჟინვალის ეკლესიაჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.
გიორგი დვალაშვილი: “ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ გახლდათ, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. თუმცა გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, აქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლებისას მიმდინარეობს მისი კედლების შლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს ის თაღიც, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს თავზე ჯერ კიდევ ადგას.
წყალსაცავი
ჟინვალის ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, სადაც 3 წელია წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ეს სიძველეები 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება. ამ დროს რთულია ტაძართან მისასვლელი გზაც.”
სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი
სიონის წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. ტაძარი, რომელიც სიონის წყალსაცავში მოექცა, ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს უნდა წარმოადგენდეს.
გიორგი დვალაშვილი: “როგორც ვიცი, სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ამ ეკლესიის რამდენიმე მცირე მასშტაბის ნანგრევი ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა მათი დანახვა წყალდიდობისას შეუძლებელია.”
ბატონო გიორგი, უქმნის თუ არა საფრთხეს ეს წყალსაცავები სხვა კულტურულ ძეგლებს?
არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჟინვალის წყალსაცავმა წლების შემდეგ შეიძლება რაიმე პრობლემა შეუქმნას ანანურის კომპლექსს, რადგან ამ ტერიტორიასთან წყალსაცავი სრულად მხოლოდ 40-50 დღე ივსება. თუ არ ჩავთვლით პატარა ბაზილიკებსა და ახალ ტაძრებს, არც წალკის წყალსაცავთან გვხვდება დიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერც სიონის წყალსაცავზე ვიტყვით, რომ მისმა ფუნქციონირებამ რაიმე უარყოფითი როლი შეიძლება ითამაშოს გარემო პირობებზე.
დღეს წყალსაცავში ჩაძირული ძეგლები განადგურების პირასაა და ყოველწლიურად უარესობისკენ იცვლება მათი მდგომარეობა. ამ ტერიტორიებზე საფუძლვლიანი კვლევა არასდროს ჩატარებულა. წყალქვეშ სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთულია, ამიტომ შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებების მხრიდან მათი კვლევა ტაძრების წყლისგან გათავისუფლების პროცესში უნდა მოხდეს. ამასთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს მათი მონახულება. წლების შემდეგ ეს წყალსაცავები ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ, ჩვენ კი ხელთ შლამში ჩაძირული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეგვრჩება.

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია


წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია

მისამართი: ჯავახიშვილის ქ. № 69
ისტორია: ტაძარი აშენდა 1864 წელს, მშენებლობა მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე - რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა. ეზო რკინის ცხაურით შემოირაგა. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივით შესრულდა - საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით.
ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ამ ეკვდერის მშენებლობა მთლიანად მრევლის შემოწირულობებით განხორციელდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა გლამაზდინების ოჯახის მიერ.
მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც 1913  წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.
1988 წელს ტაძარი ხელახლა შემოიღობა, დაიდგა ახალი კარიბჭე, სანთლების გასაყიდი ჯიხური, გარემონტდა კანცელარია, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე დაეგო ქვის ფილები.
ხატები: ტაძარში დაბრძანებულ ხატთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ.ალექსანდრე ნეველის, თეოდორესეული ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის, წმ.სერაფიმე საროველის, ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეში“, წმ.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და სხვათა ხატები.
ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი


მიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი

წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში საავადმყოფოს ტერიტორიაზე და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა საავადმყოფოში მიცვალებულთა წესის აგება.
იგი აშენდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (ნიკოლოზ I-ის შვილის და ნიკოლოზ II ბიძის) დროს. მის საპატივცემულოდ ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირს დაერქვა მიხეილის გამზირი, რომელსაც რევოლუციის შემდეგ პლეხანოვის გამზირი დაარქვეს. ამ გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს კი დღემდე შემორჩა სახელი „მიხაილოვი“.
ბოლო დროს აღმოჩენილი საარქივო მასალებით, 1888-1903 წლებში მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში მსახურობდა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი სტეფანე, ქართული გალობის დიდი მოამაგე. დეკანოზ ვასილ კარბელაშვილის მოხსენებითი ბარათით სინოდის ობერპროკურორ სომბლეროსადმი ირკვევა, რომ ეკლესიასთან არსებულა დაწყებითი სკოლის შენობა, რომელიც ეგზარქოს პალადის 1889 წლის 21 მარტის განკარგულების საფუძველზე 1889 წლის 12 სექტემბერს გახსნილა. სკოლის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ საავადმყოფოს მთავარ ექიმს მარკ გოლბეკს და მის ქალიშვილ ანნას. ეს სკოლა შემდგომში დამწვარა. აღნიშნული მიმართვით დეკანოზი ვასილი თხოულობდა დახმარებას სკოლის აღდგენაში.
თედო სახოკიას მოგონებები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალექსანდრე ყაზბეგს წესი მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში აუგეს: „დიმიტრი ყიფიანის შემდეგ საქართველოში ასეთი ამბით მარტო ალექსანდრე ყაზბეგს ეღირსა დასაფლავება! ზღვა ხალხი, ქალი, კაცი შეგროვდა, მწერლობის მსახურნი, საზოგადო მოღვაწენი. კუკიის ხიდთან რომ იყო სამგლოვიარო პროცესიის თავი, ბოლო ისევ მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოსთან ჩანდა დიდი მთავრის (ამჟამად კამოს) ქუჩაზე“ (თედო სახოკია, „ჩვენი საუკუნის ადამიანები“, გვ.70).
საბჭოთა რევოლუციის შემდეგ ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
XX საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერმა, საქართველოში პათოლოგიური ანატომიის დამაარსებელმა, პროფესორმა ვლადიმერ ჟღენტმა, გერმანიიდან ჩამოტანილი სპეციალური პროექტით ტაძარს სპეციალური ლაბორატორია მიაშენა, ტაძარი კი აუდიტორიად გადაკეთდა. ლაბორატორიის შენობაში ფუნქციონირებდა პროზექტურა და სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრა. აუდიტორიად გადაკეთებულ ტაძარში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ლექციებს ისმენდნენ. 90-იან წლების დასაწყისში ეკლესია საპატრიარქოს დაუბრუნდა.
ტაძრის ინტერიერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. სამუშაოებს ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი ხვთისო შალიკაშვილი და თბილისის ყოველთაწმიდათას ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ შაიშმელაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მათ მხარში ედგათ მშენებელ-რესტავრატორთა ჯგუფი. ტაძრის რესტავრაციის დასრულებამდე მოძღვრები სისტემატურად იხდიდნენ პარაკლისებს.
სარესტავრაციო სამუშაოებმა, თუ არ ჩავთვლით დიდი ფანჯრების ამოშენებას, ტაძარს ძველებური იერსახე შეუნარჩუნა.
ალექსანდრე ცინავა ტაძრის კურთხევას ასე აგვიწერს: „1996 წლის 18 სექტემბერს, დღესასწაულის წინა დღეს, მეუფე ნიკოლოზმა მწუხრის ლოცვა აღავლინა, ზეთი სცხო მრევლს და კურთხევის აღსრულებას შეუდგა. აკურთხა ტაძრის ტრაპეზი, მირონი სცხო მას და სანაწილის წინ ამოკვეთილ ჯვარში წმიდა ნაწილი ჩაასვენა. შემდეგ მირონი სცხო ტაძრის შიდა კედლებს და ტაძარს საზეიმო პროცესიით გარს შემოუარა. ხოლო დღესასწაულის დღეს ტრაპეზს ოდიკი გადააფარა, მირონი სცხო ტაძრის გარე კედლებს... მწუხრის ლოცვისას და ლიტურგიისას განუწყვეტლივ გაისმოდა ზარების რეკვა“. („ტაძრის სიცოცხლე“, გაზ. მადლი. 1996 წ. 25 ოქტ. № 7-8).
მიხეილ თუმანიშვილის ოჯახმა რეჟისორის კოლექციიდან მისი ანდერძისამებრ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს შესწირა მცირე ზარი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.
ტაძრის კარიბჭე
ეკლესიას ბაზილიკური ფორმა აქვს. ტაძრის შესასვლელზე დაშენებულია ჯვრით დაგვირგვინებული სამრეკლო. სამრეკლოზე ასვლა შესაძლებელია ტაძრის შესასვლელის მარჯვენა გარეთა მხრიდან გაკეთებული რკინის კიბეებით. სამრეკლოდან კარები ტაძრის დასავლეთის მხარეს მგალობელთათვის მოწყობილ ქოროს უკავშირდება. აფსიდზე მაცხოვრის ფრესკა მოხატულია მოსაშვილის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მოხატა.
ტაძრის ეზოს კარიბჭის თავზე ეზოს შიდა და გარე მხრიდან ჩასმულია მთავარანგელოზ მიქაელის ფრესკა, ჭიშკარი ხისგანაა დამზადებული, რომელზეც წმინდანთა ხატებია ამოკვეთილი. კარები დამშვენებულია ამოკვეთილი ჯვრებით და სხვადასხვა ქართული ორნამენტით. კარიბჭე დაგვირგვინებულია ჯვრით.
ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მასთან ერთად მსახურობენ დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი და მღვდელი კახაბერ კურტანიძე. ტაძრის გამგებელია ექიმი დავით გოგუაძე.
ტაძრის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. დაგეგმილია ტაძრის მოხატვის დასრულება, ახალი იატაკის დაგება და ტაძრის ეზოში არსებული შთაფლვით ნათლობის სანათლავი ავზის დასრულება, რომელიც შადრევნის ფუნქციასაც შეასრულებს.
ტაძარში ყოველ ორშაბათს 16 საათზე აღესრულება მთავარანგელოზ მიქაელის პარაკლისი.
წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის მეოხებით ღმერთმა დაიფაროს საქართველო შინაური და გარეშე მტრებისაგან, ამინ.