ტაძრები

უძველესი ეგვიპტის ცხოვრება ყოველთვის მის სულიერ ცხოვრებასთნ ასოცირდება. ფარაონები საკუთარ თავს ეგვიპტური პანთეონის ღმერთებს უკავშირებენ. სხვადასხვა ფარაონი სხვადასხვა კულტს უკავშირებდა საკუთარ ცხოვრებას და აგებდნენ ტაძრებს თავისი პოლიტიკური სტატუსის სახელზე. მოხატული კედლები, უზარმაზარი დარბაზები და უძველესი ეგვიპტური ტაძრები ამ კულტურული ტრიუმფის ნაწილია.
აბუ სიმბელის ეკლესია (ნუბია)
ყველა სხვა ფარაონთან ერთად, რამზეს II იყო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლებისა და ტაძრების არქიტექტორი. მისი ორი უდიდიდესი ტაძრი ,,აბუ სიმბელის“ უდიდდესი ეკლესია და ,,ჰატორი“ არის ქალაქ აბუ სიმბელში. ორივე მათგანი თავდაპირველად დაახლოებით 60 მეტრით დაბლა იდგა, ვიდრე ახლა მდებარეობს. იგი შედიოდა იუნესკოს ძგლთა დაცვის სიაში, რომლის მოვალებაც იყო დაეცვა ეგვიპტის დიდი ტაძრები ტბა ნასარიდან გადმოსული წყლისგან.
დედოფალ ჰატშეფსუტის ტაძარი (ტებესი)
ტებესის უდაბნოში მდებარეობს დედოფალ ჰატშეფსუტის ტერასიანი ეკლესია. ჰატშეფსუტი იყო ეგვიპტის ქალი ფარაონი. იგი მთელი თავისი ოცწლიანი მმართველობის დროს ძალაუფებისთვის მამაკაც ფარაონებს ებრძოდა. ტაძარი პირვანდელთან შედარებით 40 მეტრითაა გადიდებული. ჰატშეფსუტის ეკლესია განუყრენი ნაწილია მენტუოპეტ II -ის ტაძრისა. ეს ორი ეკლესია შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს.
ლუქსორის ეკლესია
რამზეს II-ის ტრიუმფარული ქანდაკება ამ ტაძრის ცენტრში დგას. ლუქსორის ეკლესია ააგო ამენოტეპ III–მ. წლების მანძილზე, ეგვიპტის ლეგენდარული მმართველები ტუტანხამონისა და ალექსანდრე დიდის ჩათვლით ეგვიპტეს ლუქსორის ტაძრიდან მართავდნენ.
კარნაკის ეკლესია
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეგვიპტეში ტებანის მმართველობის დროს. ეს ეკლესია აშენდა, გაფართოვდა და მოირთო სხვადასხვა ფარაონების დროს. ეს არის ძეგლების კომპლექსი. იგი გიგანტური ზომისაა: 1,5 კმ–800 მ–ზე. დაუჯერებელია მისი სილამაზის აღწერა, ეს უნდა ნახო, რათა ირწმუნო. ამუნის ტაძრის შესასვლელიდან ვერძისთავიან სფინქსის ორიგინალთან ჩახვალთ, რომლის ნახევარი გვერდი არხით მდინარე ნილოსს უკავშირდება.
ჰორუს ეკლესია (ედფუ)
იგი კარგად აგებული ეგვიპტური ტაძარია, სხვა ტაძრებთან შედარებით უფრო ახალია. ჰორუს ტაძარში ოქროს კულტის წარმომადგენლის ჰორუს გრანიტის აკლდამაა.
ამანდას ეკლესია (ნუბია)
ტბა ნაზარის წყლების მიერ შემონახული, გამდიდრებული ამანდას ტაძარი შესანიშნავი წარმომადგენელია ნუბიერი სტილის რელიფიური ნიშნებისა. იგი უკავშირდება ახალი სამეფოს წარმომადგენლებს: ამუნ–რას და რა–ჰორ–ახტის. რამზეს II-მ ბევრი რამ შეცვალა ტაძარში.
სხვა ფარაონების ეკლესიები
დაკას ეკლესია (ნუბია)
დაკას ეკლესია თავდაპირველად 40 კილომეტრზე იდგა ჩრდილოეთით. მისი სახელი სიბრძნის ღმერთს უკავშირდება. მისი მშენებლობა გრძელდებოდა ნუბიელი ფარაონების დროს. მაჰარაკი სამი ტაძტრიდან ყველაზე პატარაა და საინტერესოა მისი ხვეული საფეხურებით.
აისისის ეკლესია
პატარა ტაძარი შეიქმნა აისისის და ნილოსის სადიდებლად. ლეგენდის თანახმად, აისისმა კუნძული საცხოვრებლად აირჩია, რათა თავისი ძმის და ქმრის ოსირისის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული დარდი შეემსუბუქებინა და პილაე იყო ის ადგილი სადაც მან ოსირისის გული იპოვა. ეკლესიების კონსტრუქციას გადავყავართ ჩვ.წ.აღ–ის I ს–ში. აისისის თაყვანისცემა გაგრძელდა 537 წლამდე .
ჰატორის ეკლესია (დენდერა)
დენდერას ეკლესია შეიძლება უფრო ადრეულ დროს აშენდა, მაგრამ დღესდღეობით იგი ჩვ.წ.აღ–ით I ს–ით თარიღდება. მშენებლობა პტოლემ IX-ის დროს დაიწყო და რომაელების მმართველობის დროს დასრულდა. იგი ჰატორის დღესასწაულის, სიყვარულისა და მუსიკის ქალღმერთის სახელს უკავშირდება.
სეტის ტაძარი მილიონი წლის შემდეგ (ტებესი)
სობეკისა და ჰაროერისის ეკლესია მდინარე ნილოსს გადაჰყურებს. იგი პტულემაიოსის დროს აშენდა და დგას კლდეზე. იგი უჩვეულოა, რადგან ფაქტიურად ორი ტაძარია. ერთი ნიანგისთავიან ღმერთს სობეკს უკავშირდება, ხოლო მეორე შევარდენთავიან ღმერთს ჰაროერისს.
ხნუმის ეკლესია (ესნა)
No comments:
Post a Comment